Accentnews.ge
Reuters – რუსეთმა არგენტინას ორ დოზად გასაკეთებლი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის Sputnik V მხოლოდ პირველი დოზები გაუგზავნა

Reuters – რუსეთმა არგენტინას ორ დოზად გასაკეთებლი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის Sputnik V მხოლოდ პირველი დოზები გაუგზავნა

28/12/2020 13:59:50 მსოფლიო

რუსეთმა არგენტინაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის Sputnik V 300 000 დოზა გაგზავნა. თუმცა როგორც Reuters იუწყება, 300 000–ვე მხოლოდ პირველ ეტაპზე ასაცრელი ვაქცინის დოზებია.

Sputnik V ისევე, როგორც დასავლეთში შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები ორ დოზად კეთდება. ადამიანმა პირველი აცრიდან 21 დღის შემდეგ მეორე აცრა უნდა გაიკეთოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ითვლება, რომ პირი კოვიდ–ინფექციის მიმართ იმუნურია.

როგორც Reuters წერს, სხვა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების ("მოდერნას" და "ფაიზერ-ბიონტეკის" მიერ შექმნილი) ორივე დოზა (პირველ ჯერზე და მეორე ჯერზე გამოყენებული წამლის დოზები) ერთი და იგივე შემადგენლობისაა. რუსული წარმოების Sputnik V–ს შემთხვევაში, პირველი დოზისა და მეორე დოზის შემადგენლობა განსხვავებულია.

​"Sputnik V–ს პირველი დოზის წარმოება უფრო ადვილია და შესაბამისად, პირველი დოზები დიდი რაოდენობითაა წარმოებული. რაც შეეხება მეორე დოზებს, ზოგიერთი რუსი მწარმოებლის აზრით, მეორე დოზა ნაკლებად სტაბილურია. ამჟამად ვაქცინის მწარმოებლები ორივე დოზის თანაბარი რაოდენობით წარმოებაზე მუშაობენ", – იუწყება Reuters.

მისივე ცნობით, "გენერიუმი", რომელიც ერთ – ერთი კერძო რუსული ფარმაცევტული ფირმაა, აცხადებს, რომ Sputnik V–ს ვაქცინის ორივე კომპონენტს თანაბარი რაოდენობით აწარმოებს. რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდი (RDIF), რომელიც ახორციელებს Sputnik V– ს საზღვარგარეთ რეალიზაციას და რომელიც ორგანიზებას უწევს პრეპარატის არგენტინაში მიწოდებას, კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ–ჯერობით არც არგენტინულ მხარეს გაუკეთებია.

ცნობისთვის: აგვისტოში პრეზიდენტმა პუტინმა პირველი რუსული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის "Sputnik V" შექმნის შესახებ განაცხადა. პრეპარატი გამალეას კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა. თუმცა არც ერთი სერიოზული მეცნიერი მსოფლიოში მას არ ენდობა. მკვლევარები მიუთითებენ სერიოზულ კითხვებზე ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსი გამომგონებლების მიერ ვაქცინის გამოცდის III – გადამწყვეტი მნიშვნელობის მესამე ფაზის სრულად გამოტოვება და გამოსაცდელთა მეტისმეტად მცირე რაოდენობა სახელდებოდა.

24 ნოემბერს გამალეას ინსტიტუტმა შუალედური მონაცემები გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინამ 91.4%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S