NATO: "2020 წელს ალიანსის საჰაერო სივრცის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების 350 ფრენა აღვკვეთეთ"
28/12/2020 12:48:12 მსოფლიო
2020 წლის განმავლობაში NATO–ს ავიაგამანადგურებლებმა ევროპაში ალიანსის საჰაერო სივრცის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების 350 ფრენა აღკვეთეს.
როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, მიმდინარე წლის განმავლობაში ევროპაში ალიანსის საჰაერო სივრცის სიახლოვეს უცნობი თვითმფრინავების გადაადგილების სულ 400–ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
"რუსული სამხედრო თვითმფრინავები ხშირად არ გადასცემენ ტრანსპონდერის კოდს, რომელიც მიუთითებს მათი პოზიციისა და სიმაღლის თაობაზე. ამასთან, ისინი არ ადგენენ ფრენის გეგმას და არ აცნობენ მას საჰაერო მიმოსვლის კონტროლიორებს, რაც პოტენციურ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაკომპანიებს", – აცხადებენ NATO–ში და დასძენენ, რომ "საჰაერო პატრულირება მნიშვნელოვანია, რათა NATO–მ წევრი ქვეყნების უსაფრთხოება დაიცვას".


