ტაილანდში სანტამ ბავშვებს შობა აკვარიუმიდან მიულოცა (ვიდეო)
28/12/2020 10:34:52 მსოფლიო
ტაილანდში ბავშვებს სანტამ შობა აკვარიუმიდან მიულოცა. კერძოდ, ბანგკოკის ერთ–ერთ სავაჭრო ცენტრში მისულ ბავშვებსა და მათ მშობლებს აკვარიუმში თევზებთან ერთად ფარფლებით, ჟანგბადის ავზითა და მყვინთავის ნიღბით აღჭურვილი სანტა კლაუსი დახვდათ.
იგი თევზებს საკვებს ურიგებდა, ბავშვებს აკვარიუმიდან, ესალმებოდა და ართობდა.
”ბავშვებს ძალიან უყვართ შოუ. ამიტომ ვცდილობთ ისინი გავამხიარულოთ”, - განაცხადა სავაჭრო ცენტრის მფლობელმა.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო მსოფლიოში შობა–ახალ წელს განსხვავებული წესით აღნიშნავენ. ქვეყნების უმეტესობაში შეზღუდვებია გამკაცრებული და სადღესასწაულო ღონისძიებები გაუქმებულია.


