Accentnews.ge
გამყრელიძე: „იანვარში ტესტირება გაიოლდება და გაფართოვდება“

გამყრელიძე: „იანვარში ტესტირება გაიოლდება და გაფართოვდება“

28/12/2020 08:44:46 საზოგადოება

კორონავირუსზე ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და საკოლმეურნეო ბაზრობებზე დასაქმებულები ჩაერთვებიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ტესტირების გაფართოებაზე და მასში სხვადასხვა ჯგუფის ჩართვაზე იმსჯელეს და სწორედ ტესტირების გაფართოების გზით მოხდება ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა.

„დღეს საბჭოზე განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის, იანვრის განმავლობაში, ამ ახალ წლებზე ტესტირების მეტად გაიოლებასა და გაფართოებასთან დაკავშირებით. როგორც ანტიგენის, ისე პისიარის (PCR) ტესტირებაში ჩაერთვებიან ტაქსის მძღოლები, რადგან მათ ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან ახლა, როცა ტრანსპორტი არ მუშაობს. ასევე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჩაერთონ ჩვენი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, რადგან ამ ხნის განმავლობაში იქნება სხვადასხვა რელიგიური რიტუალი. ასევე, დიდი მნიშვნელობა ექნება და რამდენიმე დიდ ბაზრობაზე, საკოლმეურნეო ბაზრობაზეა საუბარი, სასურსათო ბაზრობაზე იქნება ტესტირება ჩატარებული. ზოგადად ეს მიმართულება, ე.წ. გაფართოებული ტესტირება ვერსუს ლოკდაუნები, შეზღუდვები, იქნება ერთ-ერთი მიმართულება შემდგომში ეკონომიკის თანდათანობით გახსნის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S