"დღევანდელი ვითარება კოვიდპანდემიის კუთხით სტაბილურია, თუმცა ამან გათამამების ეფექტი არ უნდა მოგვცეს"
28/12/2020 08:18:17 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "დღევანდელი ვითარება კოვიდპანდემიის კუთხით სტაბილურია, თუმცა ამან გათამამების ეფექტი არ უნდა მოგვცეს".
"მნიშვნელოვანია, სოციალური დისტანცირება დავიცვათ, სახლში დავრჩეთ. ვინაიდან შენარჩუნებული იყოს, ის შედეგები, რაც 3 კვირიანი ჩაკეტვის შემდეგ მივიღეთ“, - განცხადა ტიკარაძემ.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 222 143 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 206 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 418 გარდაიცვალა.


