ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანიდან ეპიდემიასთან დაკავშირებულ თემებს აშუქებდა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
28/12/2020 07:18:36 მსოფლიო
ჩინეთის სასამართლომ ჟურნალისტს, რომელიც ქალაქ უხანიდან კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ თემებს აშუქებდა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
37 წლის ჟანგ ჟანს "დაძაბული ვითარების გამწვავებასა და პრობლემის პროვოცირებას" ედავებიან.
„ხელისუფლებამ ხალხს არასაკმარისი ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ კი ქალაქი უბრალოდ ჩაკეტა,“- წერდა ჟურნალისტი.
აღსანიშნავია, რომ სამი ჟურნალისტი, რომელიც უხანიდან ახალ ამბებს ავრცელებდა, თებერვლის შემდეგ გაუჩინარებულია.


