ბარენცის ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა, ბორტზე მყოფი 17 პირის ბედი ამ დრომდე უცნობია
28/12/2020 07:05:43 მსოფლიო
რუსული გემი „ონეგა“, რომელზეც მეთევზეები იმყოფებოდნენ, ბარენცის ზღვაში ჩაიძირა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ბორტზე სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა, ორის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა ახალი მიწის არქიპელაგთან ახლოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, "ონეგას" ჩაძირვის მიზეზი ყინულის მასა გახდა.


