კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების არეალი ფართოვდება
28/12/2020 05:15:53 მსოფლიო
იორდანიაში, ნორვეგიასა და კანადაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. ვირუსი დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ პირებს დაუდასტურდათ. ვირუსის ახალი სახეობის თავიდან აცილების მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ერთი კვირით გაახანგრძლივა საუდის არაბეთმა.
ცნობილი ხდება, რომ თებერვალში კომპანია Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს ლიბანი. მასობრივი ვაქცინაცია უკვე დაიწყო ევროკავშირის ქვეყნებში. პრიორიტეტი მოხუცებს და მედპერსონალს ენიჭებათ. პირველი ევროპელი ლიდერი კი, რომელმაც ვაქცინა უკვე ჩაიტარა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრია.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელ მსოფლიოში 81 მილიონს აჭარბებს, მათგან 57 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.


