Accentnews.ge
ინდონეზიაში ნაძვის ხე პირბადეებითა და სადეზინფექციო საშუალებებით მორთეს: "მნიშვნელოვანია, ხალხმა რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობა გააცნობიეროს"

ინდონეზიაში ნაძვის ხე პირბადეებითა და სადეზინფექციო საშუალებებით მორთეს: "მნიშვნელოვანია, ხალხმა რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობა გააცნობიეროს"

27/12/2020 19:24:17 მსოფლიო

ინდონეზიაში, ერთ–ერთმა კათოლიკურმა ეკლესიამ ნაძვის ხე პირბადეებითა და სადეზინფექციო საშუალებებით მორთო.

ტაძარს 3–მეტრიანი ნაძვის ხის მოსართავად სადეზინფექციო საშუალებები და ხელნაკეთი პირბადეები საჩუქრად არა მხოლოდ ქრისტიანებმა, არამედ მაჰმადიანებმაც გადასცეს.

”ნაძვის ხე მოირთო იმ მიზნით, რომ ხალხმა პანდემიის პირობებში გააცნობიეროს რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობა”, - განაცხადა ეკლესიაში მოღვაწე სასულიერო პირმა მარკუს მარსელინუს ჰარდო ისვანტომ.

საერთო ჯამში, ინდონეზიაში კოვიდ-ინფიცირების 700 000–ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 21 237 პაციენტი გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 80 798 788 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 766 601 ადამიანი იმსხვერპლა. 57 016 254 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 221 605 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 203 547 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 377 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S