Accentnews.ge
იმნაძე – სავარაუდო საყოველთაო ჩაკეტვაზე: "მსგავსი არაფერი განიხილება"

იმნაძე – სავარაუდო საყოველთაო ჩაკეტვაზე: "მსგავსი არაფერი განიხილება"

27/12/2020 13:00:00 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქვეყანაში შესაძლოა, საყოველთაო "ლოკდაუნი" გამოცხადდეს.

„მსგავსი არაფერი განიხილება, ვრცელდება ჭორები და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჭორების გავრცელებით არის დაკავებული და დაახლოებით, ასეთი პრინციპით არის, რაც უარესი მით უკეთესი. არაფერი არ განიხილება მსგავსი. განიხილება ის, რაც იყო გამოცხადებულია თავიდან, საუბარია ორ თვიან გეგმაზე. ყველაფერი გაკეთდება ამ გეგმის მიხედვით“, – განაცხადა, "პირველი არხი" ცნობით, იმნაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S