Accentnews.ge
სამგორის ბაზრობაზე გარემოვაჭრეებს პროდუქტის გაყიდვის უფლება მხოლოდ დღეს მიეცემათ

სამგორის ბაზრობაზე გარემოვაჭრეებს პროდუქტის გაყიდვის უფლება მხოლოდ დღეს მიეცემათ

27/12/2020 09:01:36 საზოგადოება

სამგორის ბაზრობაზე გარემოვაჭრეებს პროდუქტის გაყიდვის უფლება მხოლოდ დღეს მიეცემათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რეგიონებიდან ჩამოსულმა გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები საახალწლო დღეებში ვაჭრობის უფლებას მოითხოვდნენ.

როგორც გარემობაჭრეები აცხადებენ, ისინი საახალწლო პერიოდში ბაზრობაზე ყოველ წელს ჩამოდიოდნენ და თავიანთ პროდუქციას ყიდდნენ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდიანაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას მხოლოდ აგრარული ბაზრები, წესების სრულად დაცვის პირობით, გააგრძელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S