მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი საავადმყოფოშია მოთავსებული
26/12/2020 14:13:04 საზოგადოება
ბოდბელ ეპისკოპოსს მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
კორონავირუსით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხვა წევრებიც, მათ შორის სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და მიტროპოლიტი იობიც დაინფიცირდნენ.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 220 508 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 200 339 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 352 გარდაიცვალა.


