მარნეულში, “ავერსის” კლინიკაში, გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც COVID-19 გადაიტანა
26/12/2020 12:33:15 საზოგადოება
„ავერსის" კლინიკების ქსელის მარნეულის ფილიალში, 23 წლის ახალგაზრდა ექიმი გიორგი ბუაძე გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ახალგაზრდამ კორონავირუსი გადაიტანა, გამოჯანმრთელდა და სამსახურში დაბრუნდა. ის მოულოდნელად კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც „ავერსში“ აცხადებენ, ექიმი კოვიდსასტუმროში მკურნალობდა. მას შემდეგ რაც კორონავირუსისგან განიკურნა, ის თავს კარგად გრძნობდა. მათივე ცნობით, უცნობია, თუ რა გახდა ექიმის გარდაცვალების მიზეზი.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული.


