Accentnews.ge
რეჟისორი: „იატაკქვეშა სპექტაკლებზე გადავალთ“

რეჟისორი: „იატაკქვეშა სპექტაკლებზე გადავალთ“

25/12/2020 13:49:30 საზოგადოება

მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის სოსო ბაკურაძის თქმით, თუკი თეატრის მუშაობა აიკრძალება, ამ შემთხვევაში სფეროს წარმომადგენლები იძულებული გახდებიან, იატაკქვეშა სპექტაკლებზე გადავიდნენ.

"თეატრებს, თუ დაკეტავენ, მაშინ კულტურის სამინისტროსაც გააუქმებენ, იმიტომ რომ, თუ თეატრი არ იქნება ქვეყანაში, რისი ორგანო უნდა იყოს მაშინ. ყველა ვარიანტში ჩვენ ჯერჯერობით იმ გზით მივდივართ, რომ პავილიონად ვამუშავებთ თეატრს და ვიღებთ სხვადასხვა ვიდეოებს, ეს სპექტაკლი იქნება, თუ მუსიკალური ვიდეო. მაგრამ, ესეც ძალიან დროებითია, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამ საქმის გარდა სხვა რაღაცის გაკეთება არ ვიცით და არ შეგვიძლია და სიმართლე გითხრათ, არც სურვილი არ მაქვს, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრებაა თეატრში ვმუშაობ და მინდა, რომ თეატრში ვიმუშაო. მაგრამ, თუ ესე აკრძალავენ ამ პროფესიას, მაშინ იატაკქვეშ ვითამაშებთ ხოლმე," - განაცხადა „რუსთავი 2“–ის ეთერში რეჟისორმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S