Accentnews.ge
საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

25/12/2020 12:15:25 საზოგადოება

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 27 დეკემბრის 17:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა.

შემზღუდველი ზომები ძალაში 2021 წლის 09 იანვრამდე დარჩება. დაიხურება: რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტულიობიექტები.

„აკრძალულია, საცხოვრებელი სახლიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება.

შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-ით შეიზღუდება.

ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება.

შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა.

საჯარო დაწესებულებები, რომლებიც არ ემსახურებიან მოქალაქეთა მიღებას, შეწყვეტენ მუშაობას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S