Accentnews.ge
საქართველომ მსოფლიო ბანკისგან 500 სასუნთქი აპარატი და სხვა სამედიცინო ტექნიკა მიიღო

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან 500 სასუნთქი აპარატი და სხვა სამედიცინო ტექნიკა მიიღო

25/12/2020 11:09:56 საზოგადოება

კორონავირუსთან საბრძოლველად, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, 500 არაინვაზიური სამედიცინო სასუნთქი გზების ვენტილაციის აპარატი, 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი და კომბინირებული სიპაპები მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამედიცინო აღჭურვილობა განკუთვნილია სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე COVID-19-ის გართულებული შემთხვევების სამართავად იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას კოვიდ-კლინიკებსა და კლინიკურ სასტუმროებში გადიან.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულის გამოყენება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით ბინაზე მიმდინარე მკურნალობის პირობებშიც შესაძლებელია:

“მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, სიპაპები და კომბინირებული სიპაპები გადმოგვეცა, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. გარდა ამისა, ჩვენ 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი მივიღეთ, რომელიც ძირითადად სახელმწიფო კლინიკებში განთავსდება: რუხში , თბილისსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.ადგილზე დავათვალიერეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, რომელსაც საქართველოს დახმარებაში მნიშვნელოვანი ღვაწლი აქვს” -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პანდემიასთან ბრძოლისთვის სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა:

“ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ , იმისთვის რომ კოვიდ ინფიცირებულები მალე გამოჯანმრთელდნენ. მსურს მადლობა გადავუხადო მედიცინის მუშაკებს, ექიმებს , ექთნებს . ეს ადამიანები თითოეული ჩვენგანის დასაცავად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. დაიცავით უსაფრთხოების წესები, დისტანცია და ატარეთ პირბადე” – თქვა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S