ვინ არის ქალი ოფიცერი, რომელიც აშშ-ის სამხედრო ისტორიაში პირველად, ატომურ ავიამზიდს უხელმძღვანელებს
25/12/2020 10:50:35 მსოფლიო
აშშ-ის ისტორიაში პირველად, ატომურ ავიამზიდს USS Abraham Lincoln ქალი უხელმძღვანელებს.
ემი ბაუერშმიდტი სპეციალობით სამხედრო მფრინავია. მან 1994 წელს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემია დაამთავრა. ბაუერშმიდტს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების შვულმფრენებზე 3000 საათი აქვს ნაფრენი.
მანამდე იგი USS Abraham Lincoln–ზე აღმასრულებელ ოფიცრად მსახურობდა.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ამირჩიეს. მომწონს მატროსების ხელმძღვნელობა და ამას აღვიქვამ, როგორც ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ემი ბაუერშმიდტმა.

USS Abraham Lincoln–ზე დაახლოებით, 5000 სამხედრო მოსამსახურე მსახურობს.


