Accentnews.ge
ნავალნის თანამებრძოლი დაკითხვაზე გადაიყვანეს

ნავალნის თანამებრძოლი დაკითხვაზე გადაიყვანეს

25/12/2020 09:51:17 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის იურისტი – ლიუბოვ სობოლი პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა, მისი საცხოვრებელი სახლი კი გაჩხრიკა.

ალექსეი ნავალნის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ოპერატიულმა თანამშრომლებმა სობოლის სახლიდან უფლებადამცველის, მისი ქმრისა და ქალიშვილის კუთვნილი ტექნიკა ამოიღეს.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელის ივან ჟდანოვის ცნობით, ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ძალადობის გამოყენებით ან მისი გამოყენების მუქარით ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფის შესახებ, რაც 200 000 რუსული რუბლის ოდენობის ჯარიმას ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

21 დეკემბერს ლიუბოვ სობოლი პოლიციამ დააკავა, რუსეთის „ეფესბეს“ სავარაუდო თანამშრომლისა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის ოპერაციის მონაწილის – კონსტანინ კუდრიავცევის სახლთან მოწყობილი აქციის დროს.ხოლო მოსკოვის სასამართლომ იგი 1000 რუბლით დააჯარიმა

სობოლს ბრალად წაუყენეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. სამართლდამცველებს სურდათ მისი დაკითხვა ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სობოლმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.

ამჟამად ლიუბოვ სობოლი საგამოძიებო კომიტეტში იმყოფება. მისი თანამებრძოლები ვარაუდობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მის მიმართ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S