Accentnews.ge
13 წლის ბიჭმა ინტერნეტით 6000 დოლარი შეაგროვა და 60–ზე მეტ უსახლკარო ბავშვს საშობაოდ საჩუქარი დაურიგა

13 წლის ბიჭმა ინტერნეტით 6000 დოლარი შეაგროვა და 60–ზე მეტ უსახლკარო ბავშვს საშობაოდ საჩუქარი დაურიგა

25/12/2020 09:00:14 მსოფლიო

აშშ–ში, ტეხასის შტატში მცხოვრებმა 13 წლის ჯექსონ ტერნერმა ინტერნეტით დაახლოებით, 6000 დოლარი შეაგროვა და 60–ზე მეტ უსახლკარო ბავშვს საშობაოდ საჩუქარი დაურიგა.

მოზარდმა "ფეისბუქში" შექმნა გვერდი სახელწოდებით GoFundMe და 1 ოქტომბრიდან 12 დეკემბრამდე შემოსული შემოწირულობებით შტატში მცხოვრებ უსახლკარო ბავშვებს საჩუქრები, მათ შორის ფეხსაცმელები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ტკბილეული მიუტანა.

”უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, რადგან Covid-19-ის პანდემიის დროს ბევრი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა, დაკარგეს სამსახურები, ზოგმა სახლებიც”, - აცხადებს ჯექსონი და ყველას მოუწოდებს, დაეხმარონ მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S