„მარტი არის რეალური დრო, რომელიც ვაქცინაციის დასაწყებას გვაქვს განსაზღვრული"
25/12/2020 09:11:36 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის დაწყების "რეალურ" თარიღად მარტს მოიაზრებენ.
25 დეკემბრის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაბუნიამ აღნიშნა, რომ სამივე („ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ფაიზერი“) დაწინაურებული ვაქცინის ლოჯისტიკის პირობები აქვთ საქართველოში და მათ მისაღებად დღესვე მზად არიან.
"საქართველოს დღესვე შეუძლია, მიიღოს და განახორციელოს ვაქცინაცია იმ 3 ძირითადი ვაქცინით, რომელიც დღეს არის დაწინაურებული და ყველაზე რეალური კანდიდატები.
საუბარი მაქვს "ასტრაზენეკაზე, რომელსაც სჭირდება 2-8 გარდუსამდე და ეს ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ, როგორც "კოვაქს პლატფორმით", ასევე, უფრო ადრეც, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებების გზით. უკვე კონკრეტული წინადადებებიც იკვეთება ამაზე.
ასევე, არის "ფაიზერი", რომელიც -70 გრადუსს საჭიროებს და ასეთი რამდენიმე მაცივარი უკვე არის. შემიძლია ვთქვა "მოდერნაზეც", რომელსაც -20 გრადუსი სჭირდება. ამის ტექნიკური შეააძლებლობა ქვეყანას აქვს. ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს იმუნიზაციის.
მარტი არის რეალური დრო, რომელიც ვაქცინაციის დასაწყებას გვაქვს განსაზღვრული", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.


