Accentnews.ge
ჩავუშოღლუ და ლავროვი სოჭში რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ

ჩავუშოღლუ და ლავროვი სოჭში რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ

25/12/2020 09:06:56 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ 29 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით სოჭში ჩავა, სადაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ავრცელებს.

როგორც ზახაროვამ ბრიფინგზე აღნიშნა, მევლუთ ჩავუშოღლუ და სერგეი ლავროვი აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო პრობლემებს განიხილავენ, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

მხარეები დეტალურად განიხილავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 9 ნოემბრის განცხადებების რეალიზების საკითხს.

როგორც აღინიშნა, ყურადღების ცენტრში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის რუსულ-თურქული ერთობლივი ცენტრის საქმიანობა იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S