Accentnews.ge
ნიგერიაში აღმოჩენილი COVID-19–ის ახალი შტამი გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებულისგან განსხვავდება

ნიგერიაში აღმოჩენილი COVID-19–ის ახალი შტამი გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებულისგან განსხვავდება

25/12/2020 08:00:52 მსოფლიო

ნიგერიაში COVID-19​–ის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებული შტამებისგან განსხვავდება.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა არის თუ არა ახალი შტამი უფრო გავრცელებადი, ან უფრო მომაკვდინებელი", – აცხადებენ ნიგერიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.

მისივე ცნობით, გასული 10 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა.

ნიგერიაში, რომელიც აფრიკაში მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი ქვეყანაა, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებული კოვიდ–ინფიცირების 80 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 1 242 ადამიანი.

18 დეკემბერს სამხრეთ აფრიკაში Covid-19-ის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებულ შტამთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება. Covid-19-ის ახალ სახეობას იგივე სიმპტომები აქვს, რაც უკვე აქამდე არსებულს. თუმცა სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები შიშობენ, რომ მან შესაძლოა, ის ადამიანებიც დააინფიციროს, ვინც Covid-19 ერთხელ უკვე გადაიტანა.

მანამდე კი Covid-19-ის ახალი სახეობა გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს. როგორც სამხრეთ აფრიკასთან, ასევე გაერთიანებულ სამეფოსთან რიგმა ქვეყნებმა საზღვარი ან მთლიანად ჩაკეტეს, ან გარკვეული შეზღუდვები დააწესეს.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 79 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 79 769 646 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 750 060 ადამიანი იმსხვერპლა. 56 159 950 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 218 724 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 196 220 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2313გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S