20 165 კოვიდ–ინფიცირებულიდან საავადმყოფოში 5 969 ადამიანია მოთავსებული
25/12/2020 06:59:19 საზოგადოება
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა, აჭარაში – 97. რაც სეეხებათ დანარჩენ რეგიონებს, შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
იმერეთი – 259,
ქვემო ქართლი – 168,
შიდა ქართლი – 145,
გურია – 35,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 112,
კახეთი – 108,
მცხეთა-მთიანეთი – 54,
სამცხე-ჯავახეთი – 29,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 165, საიდანაც, 5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 687, აჭარაში – 584, იმერეთში – 1 196.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში – 522, აჭარაში – 121, იმერეთში – 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 64, იმერეთში – 74.
1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 – თბილისში, 668 – აჭარაში, 112 – იმერეთში. 12 654 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 183, აჭარაში – 116, ხოლო იმერეთში – 13.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი.


