გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 1 800–ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 37 ადამიანი
25/12/2020 06:57:48 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 515 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 218 724 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 196 220 გამოჯანმრთელდა, 2 313 კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 146, PCR ტესტით – 6 553.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 405 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –6 149, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 588.
ამასთან, 24 დეკემბრის მონაცემებით, 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 737 პაციენტი.


