Accentnews.ge
ილია მეორის ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება არ გაიმართება

ილია მეორის ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება არ გაიმართება

25/12/2020 04:43:38 საზოგადოება

კორონავირუსის პანდემიის გამო, 25 დეკემბერს, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების და კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება.

ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული:

"მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავის ეპარქიაში.

ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიის და მის უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს, დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და "მოწყალებისა კარი განგვიღე".

ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ თუნდაც ერთ გაჭირვებულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშინისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S