Accentnews.ge
მედია: სამეურვეო საბჭომ ელენე ნიჟარაძეს ISFED-ის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინა

მედია: სამეურვეო საბჭომ ელენე ნიჟარაძეს ISFED-ის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინა

24/12/2020 16:17:44 საზოგადოება

ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე თანამდებობიდან გადააყანეს,- იუწყება "ფორმულა" ორგანიზაციის ბორდის თავმჯდომარე თამარ სართანიაზე დაყრდნობით.

მედიასაშუალების ცნობით, ნიჟარაძეს უფლებამოსილება სამეურვეო საბჭომ შეუჩერა.

"არ ვიცი, ვინ გითხრათ, რომ ეს ბორდირის გადაყვწტილებაა, მაგრამ დანარჩენი შემიძლია, დაგიდასტუროთ. დანარჩენ დეტალებზე ხვალ ბრიფინგზე ვისაუბროთ", - განაცხადა სართანიამ.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ თავად ნიჟარაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

"სამართლიანი არჩევნები" 1 ნოემბრიდან იუწყებოდა, რომ დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ში გამოვლინდა. 11 დეკემბრის საღამოს ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ შეიცვალა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ შეცდომა პროგრამაში არასწორმა ფორმულამ გამოიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S