Accentnews.ge
დეპუტატების კითხვები, რომლებიც სოციალურ ქსელში გახდა პოპულარული

დეპუტატების კითხვები, რომლებიც სოციალურ ქსელში გახდა პოპულარული

24/12/2020 14:18:08 საზოგადოება

მე–10 მოწვევის პარლამენტში ერპარტიულ რეჟიმი განაგრძობენ მინისტრობის კანდიდატების მოსმენას და ამავე რეჟიმში გეგმავენ დამტკიცებასაც. სხდომის მიმდინარეობისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წიკოსანმა კი აღნიშნა, „ვინაიდან ოპოზიცია სხდომას არ ეწრება, ჩვენ გვმართებს მეტი კრიტიკულობაო“, მაგრამ როგორც წინა დღეებში, ისე დღეს, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში კრიტიკული განწყობა ნამდვილად არ იგრძობოდა. მეტიც, კანონმდებლები მათ შორის პანდემიის თანმდევი გამოწვევებისთვის მსუბუქად რომ ვთქვათ, ერთობ შეუფერებელი საკითხებითაც ინტერესდებოდნენ. „აქცენტი“ გთავაზობთ დეპუტატების იმ კითხვებისა თუ შეფასებების ნაწილს, რომელიც სოციალური ქსელის ქართულმა სეგმენტმა გამოარჩია და კრიტიკისა და ქილიკის საფუძველიც გახდა:

დეპუტატი ლადო კახაძე: „მე, როგორც ექიმს, კარგზე ფიქრის დრო არ მაქვს. ყველა ექიმი ფიქრობს გართულებაზე. რამე არ დაგვემართოს და ვიფიქროთ აუცილებლად, ეს სამასშტაბო პოტენციალი შევუქმნათ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ერთი დახმარება მინდა გავუწიოთ კერძო სექტორს, სახელმწიფო-სტრატეგიული. სახელმწიფო კომპონენტის, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერება იმიტომ, რომ ახლა ბიოლოგიურ შეტევას გავუძელით, ღმერთმა დაიფაროს და მოხდეს სტიქიური გამოწვევა, მოხდეს კიდე სხვა კონფლიქტები, მედიცინას სჭირდება სახელმწიფოს გვერდზე დგომა. ჩემი შეკითხვა ასეთია: როგორ ფიქრობთ სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერების სტრუქტურულ კომპონენტზე, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე მის საკადრო პოლიტიკაზე“

დეპუტატი შოთა ხაბარელი: „სპორტი სტაბილურობის გარანტიაა“

დეპუტატი თამარ ტალიაშვილი: „ქართველი ახალგაზრდობა არის ის ფლაგმანი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამ თვალსაზრისით ხომ არ ფიქრობთ, რომ მთავრობის ახალგაზრდობის სააგენტოს გაძლიერების საჭიროება დგას? განსაკუთრებით მისი საკოორდინაციო ფუნქცია იმისთვის, რომ ახალგაზრდობის ინტერესების პრიორიტეტიზაცია მოხდეს სხვადასხვა სფეროებში“.

დეპუტატი ბეჟან წაქაძე: „მინდა გისურვოთ წარმატებები და უფალი იყოს თითოეული თქვენთაგანის მფარველი და სრულიად საქართველოსი. მე მაქვს ერთი შეკითხვა და ერთი თხოვნა: ჩვენი ბიუჯეტი პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდზეა ორიენტირებული და კარგი იქნებოდა, თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიც ამ პრინციპით შექმნებოდა. თხოვნა მექნება, რომ მიმართვის დონეზეც თქვენი ჩართულობა ეფექტიანი იქნება“.

დეპუტატი გიორგი ამილახვარი: „მაინტერესებს თქვენი მოსაზრება და ზოგადად, განათლების რეფორმასთან დაკავშირებით... ჩვენი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს განათლების მისია? როგორი პიროვნების აღზრდა გვსურს ჩვენ, რათა მთლიანად განათლების რეფორმის შედეგად მივიღოთ ის, რაც გვსურს“.

დეპუტატი ელისო ბოლქვაძე: „განიხილავთ, თუ არა მომავალი 4 წლის განმავლობაში კულტურული დიპლომატიის როლს ქვეყნის განვითარებაში ან თუ არსებობს მთავრობის გეგმა ან თუ გეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობას“.

დეპუტატი კახი კახიძვილი: „იქნებ რამე გეგმა გვქონდეს ჩვენ ქუჩის სპორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მერია ძალიან ბევრ სკვერს და სტადიონს აშენებს თბილისის უბნებში, მაგრამ ცუდი არ იქნება, თუ ამავდროულად ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება. არ არსებობს, სადაც არის სკვერი და სტადიონი, იმ კორპუსში ერთი მწვრთნელი არ ცხოვრობდეს და რაღაც სიმბოლური თანხით თავის ბავშვებს ამეცადინებდეს საღამოობით. ეს იქნება კარგი და, მე ვფიქრობ, უფრო მეტ ტალანტს აღმოვაჩენთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S