Accentnews.ge
ტრამპი ირანს აფრთხილებს

ტრამპი ირანს აფრთხილებს

24/12/2020 12:54:23 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა ერაყში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელების შემდეგ. არსებული ინფორმაციით, დაჯგუფებას ირანი უმაგრებს ზურგს.

ტრამპის გამაფრთხილებელი „ტვიტი“ გამოქვეყნდა მას მერე, რაც აშშ-ის უმაღლესი რანგის პირებმა უსაფრთხოების საკითხებში შეხვედრა გამართეს, რათა ტრამპისთვის მოემზადებინათ ვარიანტები, თუ როგორ იქნეს თავიდან აცილებული ერაყში აშშ-ის ინტერესებზე ნებისმიერი თავდასხმა.

რამდენიმე კვირის განმავლობაში მოელოდნენ აშშ-ის ოფიციალური პირები, რომ ირანს და მასთან დაკავშირებულ ერაყელ მეამბოხეებს შეეძლოთ საპასუხო დარტყა განეხორციელებინათ, რათა აღენიშნათ ირანის მაღლი რანგის გენერალ, ყასემ სოლეიმანიზე ერაყის აეროპორტში თავდასხმის წლისთავი.

„თეთრ სახლში შეხვედრაზე პრეზიდენტს წარუდგინეს ვარიანტები, რათა დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ შეაჩერებდნენ ირანის ან ერაყელი მეამბოხეების თავდასხმებს აშშ-ის პერსონალზე“, – უთხრა „როიტერს“ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღლი რანგის წარმომადგენელმა.

შეხვედრის შემდეგ ტრამპმა „ტვიტერით“ კომენტარი გააკეთა რაკეტებით 20 დეკემბერის თავდასხმის გარშემოდა აღნიშნა, რომ „სამი რაკეტა არ აფეთქდა. აბა, თუ იცით, საიდან იყო ისინი: ირანიდან".

ტრამპი აფრთხილებს ირანს, რომ თუ ერთი ამერიკელი იქნება მოკლული, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება.

„იფიქრეთ ამაზე“, – წერს ტრამპი.

ირანმა უარყო ტრამპის ბრალდება და განაცხადა, რომ ის დიპლომატიურ და საცხოვრებელ ობიექტებზე ყოველგვარი თავდასხმის წინააღმდეგია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S