ტრამპმა „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ ვეტო დაადო
24/12/2020 06:44:30 მსოფლიო
შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ ვეტო დაადო.
ტრამპის თქმით, იგი აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ კანონპროექტის თანახმად, სოციალურ მედიაკომპანიებს მათ საიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. ასევე მას არ სურს, სამხედრო ბაზებს, რომლებიც ამჟამად კონფედერაციისთვის მებრძოლი გენერლების სახელს ატარებენ, სახელები გადაერქვას.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატა 28 დეკემბერს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად შეიკრიბება.
2021 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომლის თანახმად, აშშ-ის ბიუჯეტიდან თავდაცვის სფეროსთვის 740 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული და აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა, საქართველოზედაცაა საუბარი.


