Accentnews.ge
ტრამპმა პოლ მანაფორტი, როჯერ სტოუნი და ჩარლზ კუშნერი შეიწყალა

ტრამპმა პოლ მანაფორტი, როჯერ სტოუნი და ჩარლზ კუშნერი შეიწყალა

24/12/2020 06:10:50 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი თვეც არ დარჩა, პოლ მანაფორტი, როჯერ სტოუნი და ჩარლზ კუშნერი შეიწყალა.

პოლ მანაფორტი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი თანაშრომლობდა რუსეთის წარმომადგენლებთან, მათ შორის მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და შემდეგაც. გარდა ამისა, მას საბანკო და საგადასახადო თაღლითობას ედავებოდნენ და 2019 წლის მარტში მას თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯეს.

როჯერ სტოუნი ტრამპის მრჩეველი იყო, იგი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო მსჯავრდებული. 2017 წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საქმეზე ჩვენების მიცემისას სტოუნმა კანონმდებლებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. მათ შორის ვებგვერდ WikiLeaks-სთან ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის საკითხზე კონტაქტის შესახებ. სტოუნს კონგრესისთვის ჩვენების მიცემისას ტყუილის თქმაში, გამოძიებისთვის ხელის შეშლასა და მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებდნენ. მოწმეებზე ზეწოლისთვის სასჯელი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანარჩენი დანაშაულებისთვის კი პატიმრობის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული. სასამართლოს სტოუნის საქმეზე საბოლოო განაჩენი 2020 წლის 6 თებერვალს უნდა გამოეტანა.

ჩარლზ კუშნერი უძრავი ქონების მაგნატია. იგი ტრამპის ქალიშვილის ივანკა ტრამპის მამამთილია. ივანკა ტრამპის ქმარი ჯარედ კუშნერი თეთრი სახლის მრჩეველია. ჩარლზ კუშნერს გადასახადების თავიდან არიდებას ედავებოდნენ და 2–წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

23 დეკემბერს საერთო ჯამში, დონალდ ტრამპმა 29 პირი შეიწყალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S