Accentnews.ge
სამხრეთ აფრიკაში Covid-19-ის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებულ შტამთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება

სამხრეთ აფრიკაში Covid-19-ის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებულ შტამთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება

23/12/2020 20:25:25 მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში Covid-19-ის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებულ შტამთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები ავრცელებენ.

მათი თქმით, Covid-19-ის ახალ სახეობას იგივე სიმპტომები აქვს, რაც უკვე აქამდე არსებულს. თუმცა მეცნიერები შიშობენ, რომ მან შესაძლოა, ის ადამიანებიც დააინფიციროს, ვინც Covid-19 ერთხელ უკვე გადაიტანა.

"როდესაც სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი Covid-19-ის​ შტამი გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებულ Covid-19-ის​ შტამს შევადარეთ, გამოიკვეთა, რომ ჩვენთან გამოვლენილი უფრო მეტად გავრცელებადია. ჩვენი შიშები უკავშირდება კორონავირუსისგან ერთხელ უკვე განკურნებული პირების ხელმეორედ დაინფიცირების რისკებს. რაც შეეხება სიკვდილიანობას, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ Covid-19-ის ახალი სახეობა უფრო "მკვლელია", თუმცა სწრაფად გავრცელების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა დატვირთვას ვერ გაუძლებს და შესაბამისად, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაიზრდება", – აცხადებენ სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი Covid-19-ის ახალი სახეობით ინფიცირების შემთხვევები დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა. დაავადება ორ მოქალაქეს დაუდგინდა, რომლებიც სამშობლოში სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდნენ.

Covid-19-ის ახალი შტამის გამო სამხრეთ აფრიკასთან მიმოსვლა ამ ეტაპზე მსოფლიოს ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ აკრძალეს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, სამხრეთ აფრიკაში კოვიდ-ინფიცირების დაახლოებით, 940 000 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 25 000–მდე პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S