კანადაში "Moderna"-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს
23/12/2020 20:00:07 მსოფლიო
კანადაში "Moderna"-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს.
ქვეყანა წლის ბოლომდე "Moderna"-ს ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს. გარდა ამისა, კანადას უკვე შეძენილი აქვს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაც და 31 იანვრისთვის ქვეყანას ორივე პრეპარატის 1,2 მილიონი დოზა ექნება.
„როგორი ბნელიც არ უნდა იყოს ზამთარი, გაზაფხული მოდის და უკეთესი დღეები ისევ დაბრუნდება“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ბრიფინგზე.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კანადაში გამოვლენლია კოვიდ– ინფიცირების 521 509 შემთხვევა, მათ შორის 14 425 პაციენტი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კანადამდე "Moderna"-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა აშშ–მა გასცა.


