Accentnews.ge
მედია –ევროკავშირმა და ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

მედია –ევროკავშირმა და ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

23/12/2020 16:42:27 მსოფლიო

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეკომპანია „სქაი ნიუსის“ ჟურნალისტი ჯო ფაიქი ბრიტანეთის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანელი ჟურნალისტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ასევე წერს, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დოკუმენტი ამ დროისთვის ხელმოწერილი არ არის.

პარალელურად Reuters ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირს და ბრიტანეთს შორის შეთანხმება გარდაუვალია და ამის შესახებ შესაძლოა, 23 დეკემბერს გახდეს ოფიციალურად ცნობილი.

მისივე ცნობით, შეთანხმება ძალაში სავარაუდოდ, 1 იანვრიდან შევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S