Accentnews.ge
რიაბკოვი: "აშშ-რუსეთის ურთიერთობა ცუდიდან უარესისკენ მიდის"

რიაბკოვი: "აშშ-რუსეთის ურთიერთობა ცუდიდან უარესისკენ მიდის"

23/12/2020 13:44:09 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციას "რუსოფობიაში" სდებს ბრალს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთის ურთიერთობა აშშ-სთან "ცუდიდან უარესისკენ" განვითარდება.

"უცნაური იქნება, კარგის მოლოდინი გვქონდეს ხალხისგან, რომელთაგან ბევრმა კარიერა რუსოფობიას და ჩემი ქვეყნისთვის ტალახის სროლას დააფუძნა", - განაცხადა რიაბკოვმა.

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა, მათ შორის, 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიის, აშშ-სა და ევროპაში არჩევნებში ჩარევისა და კიბერთავდასხმების გამო, რომლებშიც რუსეთს ადანაშაულებენ.

ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ვარაუდობენ, რომ იგი მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შედარებით, კრემლთან მიმართებით უფრო მკაცრი პოზიცია ექნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S