Accentnews.ge
ტრამპმა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების ფიგურანტები შეიწყალა

ტრამპმა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების ფიგურანტები შეიწყალა

23/12/2020 06:16:40 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების ფიგურანტები შეიწყალა.

კერძოდ, ტრამპმა საკუთარი საარჩევნო კამპანიის ყოფილი მრჩეველი ჯორჯ პაპადოპოლოსი, რომელმაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაული აღიარა, სრულად შეიწყალა. პაპადოპოლოსმა 2017 წელს აღიარა, რომ მან FBI-ს აგენტებთან იცრუა იმ ადამიანებთან საკუთარი კონტაქტების შესახებ, რომლებსაც რუს მაღალჩინოსნებთან კავშირი ჰქონდათ.

პაპადოპულოსს 14 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან საპატიმროში 12 დღე გაატარა, რის შემდეგაც 12-თვიანი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნის პირობით გათავისუფლდა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა შეიწყალა ალექს ვან დერ ცვაანი, რომელსაც აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიებისთვის ტრამპის საარჩევნო შტაბთან კონტაქტების შესახებ ცრუ ჩვენების მიცემისთვის 30-დღიანი პატიმრობა და 20 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდეს. ვან დერ ცვაანი რუსი მილიარდერის გერმან ხანის სიძეა.

საშობაოდ დონალდ ტრამპმა საერთო ჯამში, 15 ადამიანი შეიწყალა, კიდევ ხუთს კი სასჯელი შეუმსუბუქა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ სამი ყოფილი რესპუბლიკელი კანონმდებელი, სამი ყოფილი სამხედრო, რომლებიც 2007 წელს ერაყში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S