საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლეს
23/12/2020 06:18:50 მსოფლიო
საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლეს, მეოთხე კი, დაჭრეს,– იუწყება „როიტერი“ ქვეყნის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით.
შემთხვევა საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, სენ-ჟუსტთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში გვიან ღამით მოხდა.
ირკვევა, რომ სამართალდამცველები ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძახებაზე მივიდნენ, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს.
თავდამსხმელი 48 წლის მამაკაცია. შემთხვევის ადგილზე მის დასაკავებლად ოპერაცია მიმდინარეობს.


