"7 საათზე მოვიდნენ" – თვალჭრელიძის ქუჩაზე სახლები დაანგრიეს
23/12/2020 04:45:58 საზოგადოება
თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დილით შვიდი ნაგებობა დაანგრია, რომლებიც მერიის ცნობით, უკანონოდ იყო აშენებული.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა, აფხაზეთიდან დევნილმა კაცმა "რადიო თავისუფლებას" უამბო, რომ მერიის თანამშრომლები ადგილზე დილის 07:00 საათზე მოვიდნენ.
"სახლში ვიყავით, დილის 7 საათი იქნებოდა. მოვიდნენ და დაანგრიეს. დაცალეთ სახლიო. რისი გამოტანაც მოვასწარით, გამოვიტანეთ. არც გვაცალეს გამოტანა. ბულდოზერები მოიტანეს. საწოლები, ტანსაცმელი ყველაფერი შიგნით ყრია, დანგრეულია ყველაფერი". - თქვა ადგილობრივმა.
მისი თქმით, სახლს 2010 წლიდან აშენებს, თუმცა ამ წლების განმავლობაში გაფრთხილება არ მიუღია.
მერიამ სახლების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. რამდენიმე ნაგებობა დაანგრიეს აფრილის დასახლებაში.
კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს.
მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.
აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი სალხს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ.


