Accentnews.ge
"თუ რუსული ვაქცინა აღიარებული იქნება, შეიძლება არამხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გახდნენ მისი მომხმარებლები, თუმცა ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება"

"თუ რუსული ვაქცინა აღიარებული იქნება, შეიძლება არამხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გახდნენ მისი მომხმარებლები, თუმცა ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება"

22/12/2020 11:35:22 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შემოტანის საკითხის ამ ეტაპზე არ განიხილება.

„რუსული ვაქცინა არ განიხილება, თუმცა მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის, რომ რუსული ვაქცინა მონაწილეობს ასევე „კოვაქს ფონდში“. თუ ის აღიარებული იქნება მსოფლიოს მიერ, შეიძლება არამხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გახდნენ ამის მომხმარებლები, თუმცა ამ ეტაპისთვის ამის განხილვა არ მიმდინარეობს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S