Accentnews.ge
რუსეთმა ევროკავშირის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა

რუსეთმა ევროკავშირის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა

22/12/2020 11:30:52 მსოფლიო

"ევროკავშირის მიერ ალექსეი ნავალნის საქმეზე დაწესებული ანტირუსული სანქციების ფონზე რუსეთმა ევროკავშირის წარმომადგენელთა წინააღმდეგ საპასუხო სიის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, სიაში შემავალ პირებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

„ნაცვალგების პრინციპის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების იმ წარმომადგენელთა სიის გაფართოების შესახებ, რომელთაც ეკრძალებათ შესვლა რუსეთში. აღნიშნულ სიაში შემავალი პირები პასუხისმგებლები არიან ევროკავშირის ფარგლებში ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებული მოქმედების ესკალაციაში ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით, გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს, ისევე როგორც ევროკავშირის მისიას მოსკოვში შესაბამისი სიტყვიერი შეტყობინებები გადაეცათ.

„ვადასტურებთ, რომ დასავლეთის მხრიდან არამეგობრული მოქმედებები ადეკვატურ პასუხს მომავალშიც მიიღებს",- აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S