Accentnews.ge
"ვმუშაობთ სკოლებში ბავშვთა კვების საკითხებზე"

"ვმუშაობთ სკოლებში ბავშვთა კვების საკითხებზე"

22/12/2020 11:03:38 საზოგადოება

განათლების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან და UNICEF-თან ერთად მუშაობს სკოლებში ბავშვების კვებით უზრნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხზე.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ჩხენკელს შემდეგი კითხვით მიმართა:

“ხშირად არის საუბარი ბავშვთა შიმშილობაზე, მე დავაზუსტებ, ეს არასწორი ტერმინია, ასეთი დეფინიცია არ არსებობს და არც რეალობას ასახავს, უფრო სწორი იქნება, რომ ბავშვთა არასრულფასოვან კვებაზე ვისაუბროთ და ეს ნამდვილად პრობლემაა. ეს არ ეხება მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ჯგუფს, ეს ეხება კიდევ უფრო დიდ სეგმენტს. ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა შევეჭიდოთ არც თუ ისე მცირე ბიუჯეტიან საკითხს, სკოლაში ბავშვთა კვების თაობაზე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან მსხვილბიუჯეტიანი პროგრამა, ამას მხოლოდ სურვილი ნამდვილად არ ჰყოფნის მაგრამ მე ვფიქრობ საწყის ეტაპზე დაწყებით სკოლებში მაინც რომ გვეფიქრა… ალბათ უკვე დროა დავიწყოთ ეს იმიტომ, რომ პანდემიის ფონზე ის პრობლემა, რაზეც მე ვისაუბრე კიდევ უფრო გამწვავდება”.

მიხეილ ჩხენკელმა კი განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია:

“ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან და UNICEF-თან ერთად დაწყებული გვაქვს უკვე ამაზე მუშაობა. ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა და განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახლა. UNICEF-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება გვაქვს შემუშავებული როგორ უნდა განხორციელდეს ეს. რასაკვირველია კომიტეტთან ერთად გავიაროთ ეს საკითხები, რადგან ეს დაკავშირებულია სერიოზულ ფინანსებთან”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S