Accentnews.ge
"საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ, მარტში გამოჩნდება"

"საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ, მარტში გამოჩნდება"

22/12/2020 11:04:52 საზოგადოება

"საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ, მარტში გამოჩნდება", ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ჩვენ თანხა გვაქვს გადახდილი, რაც ლეგიტიმურ უფლებას გვაძლევს, როგორც ვაქცინის შეძენაზე, ასევე ვაქცინის არჩევასთან დაკავშირებით. მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ სამინისტროს ფარგლებში შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ყველა მიმართულებით მუშაობს, როგორც ვაქცინის კომპონენტზე, ასევე გარეთა ლოჯისტიკურ კომპონენტზე. გარდა ამისა, გამოყენებული გვაქვს არაერთი საერთაშორისო ბერკეტი იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან საჭირო მარაგების მოძიება მოხდეს. ის მნიშვნელოვანი სტუმარი კლუგე, რომელიც საქართველოში იყო, ჩვენს აქტივობას მხარს უჭერს და მაღალი ტრიბუნიდან იმ საჭიროებებს დაასახელებს, რაც ქვეყანას სჭირდება. იმ მონაცემებით, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებიდან გვაქვს, სავარაუდოდ ვაქცინა მარტში გამოჩნდება. 16 მილიონი არის გადახდილი ამ ეტაპზე, რაც წარმოადგენს 25 პროცენტს საერთო ღირებულების“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S