Accentnews.ge
ვატიკანი კათოლიკეებს კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ვატიკანი კათოლიკეებს კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

22/12/2020 10:11:56 მსოფლიო

ვატიკანი კათოლიკეებს კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

როგორც ვატიკანის "რწმენის დოქტრინის კრების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "მორალურად მისაღებია COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრა მაშინაც კი, თუ მათ წარმოებაში გამოყენებულია აბორტირებული ნაყოფის ქსოვილებიდან აღებული უჯრედული ხაზები".

"ასეთი ვაქცინებით ვაქცინაცია ნებადართულია, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს", – ნათქვამია განცხადებაში.

"რწმენის დოქტრინის კრების" განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი ვაქცინების გამოყენება "თავისთავად არ წარმოადგენს აბორტის პრაქტიკის ლეგიტიმაციას, თუნდაც არაპირდაპირი გზით".

იგი ფარმაცევტულ ინდუსტრიას მოუწოდებს, შეიმუშავონ "აბსოლუტურად ეთიკური ვაქცინები", ხოლო მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, "ვაქცინები ღარიბი ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომი იყოს".

გასულ კვირას აშშ–ის "კათოლიკური ეპისკოპოსების კონფერენციამ" (USCCB) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ვაქცინების წარმოებაში გამოყენებულია 1960–იან და 1970–იან წლებში 2 აბორტირებული ნაყოფის ქსოვილებიდან აღებული უჯრედული ხაზები".

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აცრები უკვე მიმდინარეობს გაერთიანებულ სამეფოში, აშშ–სა და კანადაში. 21 დეკემბერს ევროკავშირის სარეგულაციო სააგენტომ BioNTech /Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვაქცინაციის პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 77 718 158 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 709 011 ადამიანი იმსხვერპლა. 54 593 404 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 212 526 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 188 408 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2182 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S