გადაადგილების შეზღუდვა კვლავ 21:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს
22/12/2020 09:44:28 საზოგადოება
გადაადგილების შეზღუდვა კვლავ 21:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.
მისივე თქმით, გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


