8 ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ძალაში რჩება
22/12/2020 09:37:47 საზოგადოება
8 ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ძალაში რჩება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში.
ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული.


