Accentnews.ge
აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის სექტორებთან დაკავშირებულ 100–ზე მეტ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის სექტორებთან დაკავშირებულ 100–ზე მეტ კომპანიას სანქციები დაუწესა

22/12/2020 08:27:33 მსოფლიო

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის სექტორებთან დაკავშირებულ 100–ზე მეტ საწარმოს სანქციები დაუწესა. „შავ სიაში“ 58 ჩინური და 45 რუსული კომპანიაა.

როგორც სავაჭრო დეპარტამენტში აცხადებენ, სანქცირებული კომპანიები აკრძალული სამხედრო შეიარაღებისთვის საჭირო მასალების ექსპორტს, რეექსპორტსა და გადაზიდვებს ახორციელებდნენ.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება კორპორაცია „როსტეხზე“ და მასში შემავალ „გაერთიანებულ ავიასამშენებლო კორპორაციაზე, კომპანიებზე „მიგზე“, „ტუპოლევზე“, „ობორონპრომზე“, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S