Accentnews.ge
კორონავირუსის პირველი შემთხვევები ანტარქტიდაზეც დაფიქსირდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევები ანტარქტიდაზეც დაფიქსირდა

22/12/2020 07:49:01 მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევები ანტარქტიდაზეც დაფიქსირდა. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, Covid-19 კონტინენტზე მდებარე ჩილეს კვლევით ბაზაზე მყოფ 36 პირს დაუდასტურდა. მათგან 26 ჩილეს არმიის წევრია, 10 – ბაზაზე სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი მუშახელი.

დღემდე Covid-19 ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე იყო გავრცელებული. სადღეისოდ მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანა რჩება, ძირითადად კუნძულოვანი, სადაც დაავადება ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 77 718 158 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 709 011 ადამიანი იმსხვერპლა. 54 593 404 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 212 526 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 188 408 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2182 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S