ბაიდენმა Covid-19-ის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა
22/12/2020 06:04:11 მსოფლიო
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
„ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ ადამიანები მზად უნდა იყვნენ ვაქცინაციისთვის, როგორც კი ეს მათთვის ხელმისაწვდომი გახდება, სანერვიულო არაფერია",- აღნიშნა ბაიდენმა.
არჩეული პრეზიდენტის თქმით, ვაქცინა მისმა ცოლმა ჯილ ბაიდენმაც გაიკეთა.
ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი მიზანია, ინაუგურაციიდან 100 დღის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ 100 მილიონი ადამიანი აიცრას.
ცნობისათვის: პანდემიის დაწყების დროიდან აშშ-ში კოვიდ–ინფიცირების 18 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაიღუპა 319 000-მდე ადამიანი.


