Accentnews.ge
თბილისში რუსი ჟურნალისტი კანონის დარღვევით იმყოფებოდა: "ხელისუფლებაში ნაცნობები მყავს"

თბილისში რუსი ჟურნალისტი კანონის დარღვევით იმყოფებოდა: "ხელისუფლებაში ნაცნობები მყავს"

21/12/2020 15:41:29 საზოგადოება

რუსი პოლიტოლოგი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე მაქსიმ შევჩენკო, რომელსაც "საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი" აქვს დარღვეული, თბილისში იმყოფებოდა. ამის შესახებ მან საკუთარ გადაცემაში განაცხადა.

როგორც შევჩენკომ აღნიშნა, საზღვრის გადაკვეთაში მას ქართული მხარე დაეხმარა. კერძოდ, რუსი ჟურნალისტის თქმით, "მას საქართველოს ხელისუფლებაში კარგი ნაცნობები ჰყავს".

შევჩენკო აცხადებს, რომ ვიზიტი დახურული ფორმატის იყო და ის რამდენიმე პოლიტიკოსსაც შეხვდა.

"განჯაში ყოფნის დროს დავურეკე ჩემს მეგობრებს საქართველოში. ვუთხარი: გენაცვალეთ, ახლოს ვარ და მინდა, ჩაგეხუტოთ. მაგრამ ვიცი პანდემია გაქვთ და შემოსვლას ალბათ ვერ შევძლებ. მითხრეს, მოიცა ახლავე მოვაგვარებთ რამესო...მე საქართველოს ხელისუფლებაშიც მყავს კარგი ნაცნობები. მითხრეს, მოდი ჩვენთან, გვიხარია შენი ნახვაო. საზღვარზე რაღაცები შეავსეს, ალბათ საათნახევარი გავჩერდი, რაღაცები მოაგვარეს და აი, უკვე თბილისში აღმოვჩნდი. ბოდიში მინდა, მოვუხადო ჩემს მეგობრებს, რომ არ გავაფრთხილე, მაგრამ ეს იყო ერთგვარი დახურული ფორმატის ვიზიტი, კომუნიკაცია მქონდა რამდენიმე პოლიტიკოსთან", - განაცხადა შევჩენკომ.

თავის გადაცემაში მან იცის აღნიშნა, რომ ვიზიტს საქართველოში ისევ გეგმავს და სვეტიცხოვლისა და სვანეთის მონახულებას აპირებს.

ცნობისთვის: მაქსიმ შევჩენკო ნამყოფია როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში. შესაბამისად, მას დარღვეული აქვს "საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".

იხილეთ ასევე: ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ბრძოლა, ამჯერად - შევჩენკოსგან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S