Accentnews.ge
„კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები უკრაინაშიც დაფიქსირდა“

„კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები უკრაინაშიც დაფიქსირდა“

21/12/2020 15:54:59 მსოფლიო

უკრაინაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა,– იუწყება ადგილობრივი მედია ექიმ–ინფექციონისტ ვიქტორ პეტროვზე დაყრდნობით.

ექიმის თქმით, ევროპის ქვეყნების მოსაზღვრე რეგიონებში დაფიქსირდა ცვლილებები კორონავირუსის ინფექციის კლინიკურ სურათში.

”ერთი მსგავსი მაგალითია ჩემი პაციენტი: ის არის მიგრანტი – მოგზაურობს უკრაინიდან ჩეხეთში და უკან. და ის უკვე დაავადებულია ახალი შტამით, რომლის შესახებაც ბრიტანეთმა განაცხადა. როდესაც ამის გადამოწმების საკითხი დადგა, უკრაინას მასობრივი ტესტირებით ამ ვირუსის იდენტიფიცირების შესაძლებლობა არ ჰქონდა, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში დაზღვევა აქვთ, შეუძლიათ უკვე მუტირებული ვირუსის იდენტიფიცირება. ამ გზით შევძელი დამედასტურებინა, რომ იმიერკარპატების ოლქში უკვე არსებობს ვირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები”, - განაცხადა ექიმმა და დასძინა, რომ „ვირუსი ძალიან აქტიურად განიცდის მუტაციას“.

რა ვიცით ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი სახეობის შესახებ

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს, Covid-19-თან შედარებით დაახლოებით, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება. ვირუსის ახალ სახეობასა და Covid-19–ს ერთნაირი სიმპტომები აქვთ. როგორც ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე Covid-19–ის აქამდე არსებული სახეობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არ ელოდებიან, რომ კორონავირუსის მუტაცია ვაქცინაზე ან ვაქცინაციაზე რაიმე სახის გავლენას მოახდენს.

„ჯერ–ჯერობით ვერ ვხედავთ დაავადების მიმდინარეობისას გამწვავებას ან კლინიკურ სურათს, მაგრამ კვლევა მიმდინარეობს. არ ველოდებით, რომ ეს რაიმე სახის გავლენას მოახდენს ვაქცინაზე ან ვაქცინაციაზე. როგორც კი გვეცოდინება უფრო მეტი რამ ვირუსის ახალი სახეობის შესახებ, აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგნელმა მარია ვან კერკოვმა.

როგორც დღეს ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა პროფესორმა ვენდი ბარკლაიმ განაცხადა, კორონავირუსის ახალ სახეობას, რომელიც ამ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოში ცირკულირებს, უჩველოდ ბევრი მუტაცია აქვს.

"ჩვეულებრივი ვირუსები ერთმანეთისგან ერთი ან ორი ცვლილებით განსხვავდებიან, მაგრამ ახალ შტამს ერთდროულად 22 მუტაცია აქვს. ეს არის ერთგვარი საგანგაშო ზარი, მაგრამ ბიოლოგიურად შესაძლებელია, რომ ვირუსმა შესაძლოა, შეცვალოს მისი ქცევა ამ მუტაციების გამო. ახლა მნიშვნელოვანია, გავიგოთ კიდევ არის თუ არა ეფექტური კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები კორონავირუსის ამ ახალი სახეობების წინააღმდეგ", – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S