„ამიერკავკასიაში სიტუაციის გამწვავების მაღალი რისკი კვლავ არსებობს“
21/12/2020 13:47:22 მსოფლიო
ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების მაღალი რისკები კვლავ არსებობს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება რთულია. ამიერკავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში ვითარების გამწვავების მაღალი რისკები არსებობს“, – განაცხადა პუტინმა.


